დევიდ ქემერონი: საფრანგეთის ტრაგედიიდან მაგალითი ყველამ უნდა გამოიტანოს

ტერორიზმისა და ისლამური ექსტრემიზმის პრობლემა მოკლე დროში ვერ მოგვარდება. ეს განცხადება დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ ქემერონმა პარიზში გააკეთა, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე მარშში მონაწილეობისთვის ჩავიდა.

“ტერორიზმის საფრთხე ბევრი წლის წინ შეიქმნა და მასთან საბრძოლველად, ასევე, წლები იქნება საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანამ და პასუხისმგებელმა ორგანოებმა ამ პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოგვარება ვერანაირად ვერ მოხერხდება”, – აღნიშნა ქემერონმა.

მისივე თქმით, ტერორიზმის საწინააღმდეგო სტრატეგიის განსახილველად ორშაბათს ბრიტანეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შეხვდება. ქემერონის განცხადებით, საფრანგეთის ტრაგედიიდან ყველამ უნდა გამოიტანოს მაგალითი.

banner
წინა სტატიაშიმაია ფანჯიკიძე: ეს იყო შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე
შემდეგი სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუ და მაჰმუდ აბასი პარიზში ერთიანობის მარშში მონაწილეობენ