“დაუკრეფავში ხშირად განავალო, ნამხედრიონალო კოლეგა”- გივი თარგამაძე ნუკრი ქანთარიას მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე უმრავლესობის დეპუტატს ნუკრი ქანთარიას „ფეისბუქში“ მიმართავს. შეგახსენებთ, ქანთარიამ გუშინ, ბიუროს სხდომაზე ოპონენტებს მიმართა, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში „დარწმუნებული იყავით, რომ ბევრი თქვენგანი და თქვენი მომხრეები მოინახულებენ ძველ მეგობრებს „მატროსოვზე“.

„ჩემო კანონის ზღვარს მიღმა, დაუკრეფავში ხშირად განავალო, ნამხედრიონალო, კოლეგა-რეჟისორის დამჭრელო კოლეგავ – გააფრთხილეთ ჩემი მეზობელი და მისი და თქვენი გლუვტვინიანი პატრონი, კიდევ თქვენი ძმაკაცი ბურატინო და პინგვინები, ჩვენკენ და მატროსოვის ციხისკენ თითებს ნუ იქნევთ, თორემ უკან მოკაკვა მოგიწევთ“, – წერს თარგამაძე.

 

banner
წინა სტატიაშიტერაქტების სერია ერაყში – ისლამისტების აფეთქებები ბაღდადში, ბასრასა და ხალისში
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: უნდა გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები