დავოსის ეკონომიკური ფორუმისთვის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული პოლიცია

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისათვის დავოსში წელს 40-მდე სახელმწიფოს მეთაურსა და ათას 500-ზე მეტ ბიზნეს ლიდერს ელოდებიან. შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე ფორუმის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს.

ყოველწლიური მაღალი რანგის შეხვედრები ხვალიდან იწყება. განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული პოლიცია და არმია.

22 იანვარს ეკონომიკურ ფორუმს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი შეუერთება. ჯონ კერი იქ ლონდონიდან ჩაფრინდება. სავარაუდოდ, მას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც ექნება შეხვედრა და ფორუმზე სიტყვითაც გამოვა.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: “ამ ხალხის ტკივილით მოვიდნენ ხელისუფლებაში და კეთილი ინებონ, სასწრაფოდ გახსნან
შემდეგი სტატიაპროკურატურა ჩემს წინააღდმეგ აგრძელებს ყალბის საქმეების შედგენას- გიგი კალანდაძე