დავით უსუფაშვილი- საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა წინ გადადგმული ნაბიჯია

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია

დავით უსუფაშვილის შეფასებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით ნაკლებად ეფექტურიასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა წინ გადადგმული ნაბიჯია.

როგორც უსუფაშვილმა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველო ნატო-ში გაწევრიანების საბოლოო მიზანს უახლოვდება.

„ცენტრის გახსნა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი საბოლოო მიზნისკენ – საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ეს მიზანი ჩვენ გვაქვს და სულ უფრო და უფრო ახლოვდება. ამ პროცესში ჩვენ ვძლიერდებით, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად, საქართველოს უსაფრთხოების თემებზე, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ფიქრობენ, მსჯელობენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის, იმაზე, რომ აბსოლუტურად აუცილებელია ქვეყანა მიდიოდეს წინ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ვინმე სკეპტიკოსი პოლიტიკოსი თუ მოქალაქე ნატო-ს წევრ ქვეყანაში სვამს კითხვას: ქართველები, საქართველო ვართ თუ არა ორგანული ნაწილი თავისუფალი ევროპის? აი, ეს კითხვები არ უნდა ჩნდებოდეს და თუ კითხვები ჩნდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი და დამაჯერებელი პასუხი“,-განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფოთში,კუნძულის უბნის ზღვის სანაპიროზე 8 წლის ბიჭი დაიხრჩო
შემდეგი სტატიაშიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირებული ვერტმფრენები ეკუთვნის თურქეთის შეიარაღებულ ძალებს