დავით სერგეენკო – შსს-ს გაყოფაზე აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ყველა რისკი აწონ-დაწონა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელმა, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებამ ყველა რისკი აწონ-დაწონა.
როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ხელისუფლებამ ქვეყნისათვის უკეთესი გადაწყვეტილება მიიღო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის საკითხს რამდენიმე თვის განმავლობაში წინ უძღოდა ანალიტიკური სამუშაო. ამის შემდეგ, ეს საკითხი ძალიან დეტალურად იქნა პარლამენტში განხილული. მე ვფიქრობ, როგორც აღმასრულებელმა, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებამ ყველა რისკი აწონ-დაწონა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უკეთესი იქნება ქვეყნისათვის”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – სადაც საჭირო იქნება, სადაც მეტყვიან, იქ დავრჩები
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის