დავით საგანელიძე: პრეზიდენტის ამ გამოსვლას გარკვეული ანალიზი სჭირდება

დავით საგანელიძე: პრეზიდენტის ამ გამოსვლას გარკვეული ანალიზი სჭირდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის შეფასებით პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას გარკვეული დაფიქრება და ანალიზი სჭირდება.ამის შესახებ საგანელიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
“მეც, სხვათაშორის, პირველად მოვისმინე, პრეზიდენტმა იმ წარმატებებზე, რაც ქვეყანაში არსებობს, ძალიან ბევრი დადებითი აღინიშნა, ბევრ წარმატებას გაუსვა ხაზი, თუმცაღა ბუნებრივია, როცა საქმე კეთდება გარკვეული ხარვეზები იქაცაა და მან ხარვეზებზე და არა წარუმატებლობაზე ისაუბრა. მინდა ამას ხაზი გავუსვა. ბუნებრივია, ამ გამოსვლას გარკვეული ანალიზი სჭირდება, გარკვეული დაფიქრება სჭირდება. არის თემები, რომლებზეც, ალბათ, მნიშვნელოვანი აქცენტები უნდა გაკეთდეს. არის საკითხები, რასაც, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით. არის საკითხები, რაც გარკვეულად შეიძლება საკამათო იყო, მაგრამ ესაა სწორედ პოლიტიკა, ეს არის მოსაზრებების ჭიდილი”, – განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით მას ცოტა გაუკვირდა, როდესაც პრეზიდენტმა ეკონომიკურ თემებზე ისაუბრა და არ ისაუბრა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე, იქ არსებულ პრობლემებსა და შოკურ ელემენტებზე.
“პრეზიდენტმა ერთი ასეთი აქცენტი გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მისამართით, ხანდახან გადაწყვეტილებების მიღების მხრივ რაღაც შეფერხებები არსებობს და არსებობს ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა ეკონომიკური საბჭო. მე არ ვარ აღმასრულებელ სტრუქტურაში და ჩემთვის ძნელი თქმა, რამდენად შეიძლება იყოს შემაფერხებელი ეკონომიკური საბჭო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური საბჭო იმ შემადგენლობით, რაც არის, პირიქით, აბსოლუტურად მისაღები და აუცილებელი ინსტრუმენტი უნდა იყოს ვიცე-პრემიერისთვის”, – განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ ეკონომიკური საბჭოს არსებობასთან დაკავშირებით მას განსხვავებული პოზიცია აქვს.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი – პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა
შემდეგი სტატია1991 წლის 31 მარტი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში-ირაკლი ღარიბაშვილი