ზაქარია ქუცნაშვილი – პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

635372901011უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა მას სხდომათა დარბაზში შემოსვლისას ხელი არ ჩამოართვა. როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი ვალდებული იყო პირველივე შემხვედრი დეპუტატისთვის ხელი ჩამოერთვა.
“პრეზიდენტმა მე ხელი არ ჩამომართვა, როდესაც პროტოკოლის მიხედვით პრეზიდენტი როცა შემოდის დარბაზში ვალდებულია ხელს ჩამოართვას პირველივე შემხვედრ დეპუტატს. განაწილების მიხედვით პირველები მე და დავით ბერძენიშვილი ვიყავით. ვინც კი მოდის პარლამენტში ამ წესს იცავს და მან ეს წესი დღეს დაარღვია. როგორც ჩანს, კოტე კუბლაშვილისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ მოერიდა ჩემთვის თვალებში შეხევდა და ხელის ჩამორთმევა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტს გამოსვლისას ეტყობოდა, რომ გარკვეული პირების მიმართ უკმაყოფილო იყო, თუმცა მას ამ პირების სახელები არ დაუსახელებია.
,,ის უკმაყოფილოა რაღაც საკითხებით, ვიღაც პირთა მიმართ, მაგრამ ბოლომდე არ ასახელებს მათ. ჯობდა, რომ დაესახელებინა ისინი, თუკი ამ პროცესს იწყებდა”, -განაცხადა ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: პრეზიდენტის მხოლოდ ერთი ინიციატივა იყო კარგი მეორე ბუნდოვანი
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე: პრეზიდენტის ამ გამოსვლას გარკვეული ანალიზი სჭირდება