დავით ნარმანია ერევნისა და მინსკის ვიცე-მერებს შეხვდა.

თბილისის მერი დავით ნარმანია ერევნისა და მინსკის ვიცე-მერებს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებსა და ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დაძმობილებული ქალაქების დელეგაციების წევრებმა, სხვადასხვა სფეროებში, საქართველოსთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. სომხეთისა და ბელორუსიის დელეგაციები დედაქალაქს „თბილისობა 2015“-ის ფარგლებში სტუმრობენ.
„თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში ჩვენი დაძმობილებული ქალაქებიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციები მივიღეთ – ძირითადად, ვიცე-მერების ხელმძღვანელობით. ვისაუბრეთ კულტურასთან, სპორტთან, ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა იმისა, რომ ისინი სახალხო დღესასწაულში მონაწილეობენ, ასევე, სხვადასხვა სფეროებში, ვგეგმავთ სამომავლო ურთიერთობებს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
„ჩვენ მერის მოწვევით, „თბილისობის“ აღსანიშნავად ჩამოვედით, რისთვისაც მერს მადლობას ვუხდით. თბილისი არაჩვეულებრივი, ძალიან ლამაზი ქალაქია, ჩვენ სახალხო დღესასწაულს უკვე მეორე წელია ვესწრებით. თბილისი სწრაფად ვითარდება, დედაქალაქს სათავეში ძალიან კარგი გუნდი უდგას. მე მინდა, მათ წარმატება ვუსურვო და ყველა თბილისელს მივულოცო თბილისობის დღესასწაული“, – განაცხადა ერევანის ვიცე-მერმა დევიდ აგანიანმა.
„ჩვენთვის დიდი პატივია თბილისში მოწვევა. თბილისის მერის მინსკში ვიზიტისას ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ, საჭიროა, კიდევ უფრო გაღრმავდეს კავშირები ორ ქალაქს შორის. ჩვენ დავათვალიერეთ თბილისი, ვნახეთ, თუ როგორ აღნიშნავთ სახალხო დღესასწაულს. თბილისი ძალიან ლამაზი, ძველი ქალაქია. დედაქალაქის ინფრასტრუქტურა ნათელს ხდის, რომ ის დინამიურად ვითარდება“,-განაცხადა მინსკის ვიცე-მერმა ვლადიმერ კუხარევმა.
„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში დედაქალაქს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები სტუმრობენ, მათ შორის, თბილისში იმყოფებიან დაძმობილებული ქალაქების – ზაარბრიუკენისა და ლიუბლიანას ვიცე-მერები.
დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

banner
წინა სტატიაშილადო სადღობელაშვილი და მისი მხარდამჭერები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ
შემდეგი სტატიაპატრიარქმა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა