ლადო სადღობელაშვილი და მისი მხარდამჭერები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ

ლადო სადღობელაშვილი და ორგანიზაცია თავისუფალი თაობის მხარდამჭერები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდნენ. საქალაქო სასამრთლომ ორგანიზაციის წევრები და ხელმძღვანელი 200, 250 და 300 ლარით დააჯარიმა.

საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას თავისუფალი თაობის წარმომადგენლები სააპელაციო სასამართლოში აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის წევრებმა გუშინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ფოტოგრაფს და თავისუფალი ზონის წევრებს. აქცია ლადო სადღობელაშვილის ორგანიზაციამ თავისუფალი ზონის ოფისთან მას შემდეგ დაგეგმა, რაც ინტერნეტში ძალადობის შემცველი კადრები გავრცელდა.

მომხდარის გამო საპარტულო პოლიციის თანამშრომლებმა 3 დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიუორდროპების სახელობის სკვერში საქართველოში პირველი ელჩის ძეგლი გაიხსნა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია ერევნისა და მინსკის ვიცე-მერებს შეხვდა.