გიორგი ქადაგიძე ხელისუფლებას “ეროვნულ ბანკზე” თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ქადაგიძე

“მინდა, მოვუწოდო ხელისუფლების, მმართველი კოალიციის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ მყისიერად თვდასხმა “ეროვნულ ბანკზე”. ასეთი თვდასხმები ვნებს და აზიანებს, ურტყამს ქვეყნის ეკონომიკას და ვნებს ინვესტორების განწყობებს,” – ეს განცხადება “ეროვნული ბანკის” პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ქადაგიძის თქმით, ახლა არ არის გადაბრალების დრო, არ არის “განტევების ვაცის ძებნის დრო”.

“დროა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების განხორციელების, რომლის მიზანი სავალუტო შემოდინებების გაზრდაა, რაც ლარის კურსის შემდგომ გამყარებას გამოიწვევს,” – ამბობს ქადაგიძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე: ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება, დავუშვათ შეცდომები
შემდეგი სტატიადონეცკში პარტიზანებმა რუსებს ზესაიდუმლო იარაღი მოპარეს