გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ მოვალენი ვართ წინ აღვუდგეთ დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას

გიორგი მარგველაშვილი - ნემცოვის მკვლელობა დარტყმაა მთლიანად პროგრესული კაცობრიობისათვის

Margvelashvili-_2716132kსამწუხაროა, რომ 21 საუკუნეშიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ნიშნით სტიგმატიზებული ადამიანები კვლავაც განიცდიან დევნასა და შევიწროებას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის , გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც ნულოვანი დისკრიმინაციის დღეს ეძღვნება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს საერთაშორისო საზოგადოება ნულოვანი დისკრიმინაციის დღეს აღნიშნავს.
“ბოლო წლებში ჩვენ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა, რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილმა კონფლიქტებმა, ჰომოფობიის ცალკეულმა გამოვლინებებმა და სხვა დრამატულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ამ სენისგან სრულად თავისუფალი არც ჩვენი საზოგადოებაა.
ჩვენ მოვალენი ვართ საფუძვლებშივე გავაცნობიეროთ სახიფათო ტენდენციები და წინ აღვუდგეთ დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას. ამ პროცესში ჩვენ ვერ გამოვყოფთ ერთ რომელიმე ინსტანციას, რომელსაც სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. რასაკვირველია, ხელისუფლება უმთავრესია, ვინც კანონის უზენაესობა და ადამიანთა თანასწორობა უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ასევე აუცილებელია საზოგადოების თითოეული წევრის ძალისხმევა, რათა საქართველო იყოს ქვეყანა, როგორადაც მას ილია ჭავჭავაძე აღწერს: მშვიდობის – მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის, მიუხედავად სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა სახის განსხვავებულობისა”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: “ნაციონალური მოძრაობა” ეცდება სტაბილურობას დარტყმა მიაყენოს
შემდეგი სტატიანემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილ სამგლოვიარო მარშში 50 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს (fOTO)