ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილ სამგლოვიარო მარშში 50 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს (fOTO)

მოსკოვში ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარშიბორის ნემცოვის ხსოვნისამდი მიძღვნილი სამგლოვიარო მარშის ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობაში დაახლოებით 50 ათასი ადამიანი მონაწილეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, სამგლოვიარო მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლეონიდ ვოლკოვმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია არა ხალხის მასა, არამედ თითოეული ადამიანი, რომელიც ამ ღონისძიებას ესწრება.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. ვფიქრობ, მარშში 50 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს”, – განაცხადა ლეონიდ ვოლკოვმა.
სამგლოვიარო მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსეთი პუტინის გარეშე!”, “არა ომს!”, “თავისუფლება ნადეჟდა სავჩენკოს!”. შეძახილებს შორის გაისმა “დიდება უკრაინას”, თუმცა ეს შეძახილი მალევე შეწყდა.
მოსკოვის მილიცია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით სამგლოვიარო მარშში 7 ათასი ადამიანი მონაწილეობს.

moskovi

moskovi

moskovi

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩვენ მოვალენი ვართ წინ აღვუდგეთ დისკრიმინაციისა და თავისუფლების ხელყოფის ნებისმიერ გამოვლინებას
შემდეგი სტატიანემცოვის მკვლელობის მოწმეს უკრაინაში დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ