გიორგი მარგველაშვილი კიევში, “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიევში, “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით 22 თებერვალს ეწვევა.

გიორგი მარგველაშვილი “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან. კიევში ღონისძიებები “ღირსების რევოლუციის” წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე _ უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა უკვე ნამდვილად და არა ისე, სიტყვაზე
შემდეგი სტატიაკაგებეს კვალი ანატოლი სობჩაკის სიკვდილში