ზურაბ ტყემალაძე _ უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა უკვე ნამდვილად და არა ისე, სიტყვაზე

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის აზრით, ეკონომიკური გუნდის მინისტრების პარლამენტში მისვლა უმჯობესი “გარკვეული სამუშაოების ჩატარების” შემდეგ იქნება.

როგორც ტყემალაძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, იმისთვის, რომ ხალხის “დაპანიკება” არ მოხდეს, სჯობს ეკონომიკურმა გუნდმა პარლამენტს მოგვიანებით მთავრობის მუშაობის შედეგები წარუდგინოს.

“რა თქმა უნდა, რთული სიტუაციაა ლარის კურსთან მიმართებაში, ამიტომ სპეციალური ღონისძიებებია გასატარებელი. უნდა შედგეს ანტიკრიზისული პროგრამა. უნდა გაძლიერდეს გარკვეული ვალუტის შემოდინება. უკვე ნამდვილად და არა ისე, სიტყვაზე უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა. რა თქმა უნდა, უნდა გადაიხედოს ის ოპტიმისტური მაჩვენებლი, რომელიც 5 %-იან ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს.
რაც შეეხება ეკონომიკური გუნდის მინისტრების პარლამენტში მოყვანას, მათი მოსვლა არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ამით აჟიოტაჟი შეიქმნება და უფრო დააპანიკებენ ხალხს, რა თქმა უნდა, უმჯობესია, დღეს იმუშაონ და მერე მუშაობის შედეგები წარმოადგინონ პარლამენტში”, – განაცხადა ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშითურქულმა არმიამ სირიაში სპეცოპერაცია ჩაატარა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი კიევში, “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას