გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარებასა და უსაფრთხოების თემებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე უკრაინაში მიმდინარე პროცესს, მათ შორის მინსკში გამართულ მოლაპარაკებებს.
შეხვედრის შემდეგ კი ქვეყნის პირველმა პირმა დელეგაციას სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

banner
წინა სტატიაშისანკტ-პეტერბურგში ქართველი “ავტორიტეტი” დააკავეს
შემდეგი სტატიაჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს