აკაკი მინაშვილი: ვისურვებდი, კიდევ უფრო მკაცრი განცხადებები ჰქონოდა პრეზიდენტს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაცემა არჩევანში რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უფრო მკვეთრ განცხადებებს ითხოვენ პრეზიდენტის მხრიდან. მათი თქმით, სწორედ პრეზიდენტია კონსტიტუციის გარანტი და პირველ რიგში ის უნდა იცავდეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

„მე ვისურვებდი, კიდევ უფრო მკაცრი განცხადებები ქონოდა საქართველოს პრეზიდენტს, მათ შორის სასამართლოსთან მიმართებაშიც. რადგან, ჩვენ ბოლო პერიოდში კარგად ვხედავთ, რომ სასამართლო გამოყენებულია ხელისუფლების მიერ ოპონენტების ან თავისუფალი მედიის საწინააღმდეგოდ,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: თქვენ უფრო არღვევთ ჩემი, როგორც მოქალაქის, თუ პოლიტიკოსის ინტერესებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მე ვთვლი, რომ ელჩი გეგეშიძე ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ვიზიტის დროს