გიორგი გუგავა: თუ რუსთავი 2-თან გაუვიდათ და დახურეს, დახურავენ სხვა საინფორმაციო საშუალებებსაც

„თქვენ მაგიდაზე შემდგარი სვამდით სააკაშვილის სადღეგრძელოს“

ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას მიმართ მუქარა არის უმძიმესი და აღმაშფოთებელი.

„მეორეს მხრივ, სახელმწიფოებრივად არის საშიში, როდესაც ხელისუფლება ასეთი ფორმით, ოჯახის შანტაჟით, პირადი ცხოვრების მანიპულირებით უპირისპირდება საკუთარ მოქალაქეს, რა პოზიციას არ უნდა ეკავოს, მას უსპობს ყველა საშუალებას, რომ კანონის ფარგლებში დაიცვას თავი. ეს ნიშნავს, რომ პროცესები გადავა სამოქალაქო დაპირისპირებაში და თუ დღეს ეს გაუვიდა ამ ფორმას ის აქცევს კანონზომიერად და გამოიყენებს ყველას მიმართ“, – განაცხადა გუგავამ.

მან აღნიშნა, რომ ეს არის მთელი საზოგადოების პროცლემა და ხვალინდელ პროცესზე არამხოლოდ რუსთავი 2 უნდა დაიცვას საზოგადოებამ, არამედ უნდა დაიცვას უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი.

„თუ რუსთავი 2-თან გაუვიდათ და მოახერხეს მისი დახურვა, ხვალ დახურავენ ყველა იმ ტელევიზიას, რადიოს, გაზეთს, საინფორმაციო საშუალებას, სადაც გაჟღერდება ოპოზიციური, ობიექტური აზრი და რომელიც არ იქნება ხელისუფლების ინტერესში. მოგწონს, თუ არ მოგწონს რუსთავი 2-ის საინფორმაციო პოლიტიკა, ჩვენ მოგვაქცევენ ყველას ერთად ერთ დიდ კასრში, არქიფო სეთურის კასრში. არქიფო არის სოლოლაკში.

შემდეგ ვერ გავიგებთ, თუ როგორ უჭირს პენსიონერს და წამლის ფული და არ ყოფნის ის სამათხოვრო პენსია, ისე მოიპარავენ ბიუჯეტს პრემიების დანამატების სახით, ამას ვერც გაიგებს მოქალაქეები, რადგან ამის მთქმელი, საჯაროდ გამხმოვანებელი არავინ იქნება. აქედან გამომდინარე საზოგადოებამ უნდა დაიცვას საკუთარი თავი გამოვიდეს და დადგეს იქ, სადაც დღეს სჭირდება საკუთარ სახელმწიფოს, მომავალს, ჩვენ შვილებს. თუ ეს გაატარა საზოგადოებამ და ჩაყლაპა, ხვალ უკვე გვიან იქნება და ქვეყანას მრავალი ათწლეული დასჭირდება იმისათვის, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ჩვენ ვამყარებთ ოლიგარქიულ დიქტატურას და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, – აღნიშნა გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში: ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ისინი ვინც ცდილობს შანტაჟით მიაღწიოს სასურველ შედეგს
შემდეგი სტატიაახლა გაცილებით პრინციპულია ის, რომ რუსთავი 2 გადარჩეს იმ სახით, როგორი სახითაც არსებობს