გივი თარგამაძე: „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ქურდული სამყაროს გამოღვიძება და გაძლიერება დაიწყო

"გამოფხიზლდი ოეეე"–გივი თარგამაძე„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, ქურდული სამყაროს გამოღვიძება და გაძლიერება დაიწყო-ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გივი თარგამაძემ ისაუბრა.
„ჯერ იყო ბესელია-კაკაბაძის ქურდულ-ჯაშუშული „პოლიტპატიმრების“ გამოშვება, შემდეგ მასობრივი ამნისტია, შემდეგ კრიმინალური ავტორიტეტების „გამოწერა“, მათთვის თბილისის აეროპორტში „მალინის“ მოწყობა და შემდგომ მშვიდობიანად საზღვარგარეთ გაშვება. ამის სანაცვლოდ ქურდულმა ავტორიტეტებმა, „ოცნებას“ მაყურებლების მეშვეობით ციხე „დაულაგეს“ და არჩევნებშიც დაეხმარნენ. ყველაზე შორს, ამ მხრივ, აჭარაში წავიდნენ, სადაც მთავრობამ, პოლიციამ და კრიმინალებმა სრულ სიმბიოზს მიაღწიეს.
მთავრობის მხრიდან სისტემაში პრემიერ-მინისტრ ირაკლის ღარიბაშვილის დაცვის უფროსი იყო ჩაბმული, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელმაც ურთიერთობისთვის ასევე დაცვის უფროსი გეგა გეგეშიძე გამოყო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამართველოს უფროს დავით თამაზაშვილი, აჭარის საპატრულოს უფროსის მოადგილე რაიბულ მამულაძე, ხოლო კრიმინალური სამყაროს მინდია გორაძემ (მეტსახელად ლავას-ოღლი ბათუმელი) და მისი „რაზმი“ ყოფილი მოჭიდავეები ამირან ფაღავა, რამაზ დევაძე, მუხრან ვახტანგაძე, რამაზ ვაშაყმაძე და ჯაზა გორაძე წარმოადგენდნენ.
შედეგად მივიღეთ დარეკეტებული ბიზნესი, დამწვარი მანქანები, ნაცემი სამართალდამცავები, დაშინებული ხალხი და ბოლოს მოკლული პოლიციელი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ამ სისტემის მხილებისა და ატეხილი სკანდალის შემდეგ თანამდებობები დაკარგეს ჭიკაიძემ და თამაზაშვილმა, ხოლო დანარჩენების გავლენა კი საგრძნობლად შემცირდა. ლავას-ოღლი და მისმა ბანდა დროებით მაინც მიჩუმნდნენ და აღარ ჩანდნენ. თუმცა დაუსჯელობამ როგორც ჩანს კიდევ ერთხელ წაახალისა ბანდა და მათ „არასათანადო პირებს“ მიაკითხეს ანუ მარტივად, რომ ვთქვათ მათ ფული თხოვეს ბიზნეს, რომელსაც უფრო მაღალი სამთავრობო „კრიშა“ ქონდა. შედეგად მივიღეთ სპეციალური ოპერაცია, რომლის შედეგადაც დააკავეს ლავას ოღლის უახლოესი გარემოცვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გააკეთა განმარტებები, თუმცა ცნობილია, რომ სამი პირი კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა მოხმარების მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდის დეიდაშვილი და სიძეც.
ამის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო ამბავი მოხდა. აჭარის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ტრეფიკინგის განყოფილების უფროსი ზვიად ქუდელიძე რესტორნიდან სამსახურებრივი მანქანით ბრუნდებოდა. საჯესთან თვითონ იჯდა თანაც არაფხიზელ მდგომარეობაში. მთვრალს საჭე გაექცა და დაეჯახა შემხედრ მანქანას. სანამ პატრული მოვიდოდა ბატონმა ზვიადმა თავისი თანამშრომელი ირაკლი ანანიძე გამოიძახა და საჭესთან დასვა, ხოლო დაზარელებულებს კი მანქანის გაკეთებაზე შეუთანხმა და ანანიძის ტელეფონი მისცა. ყველაფერმა თითქოს კარგად ჩაიარა პატრული მოვიდა აიღო ჩვენებები და წავიდა. თუმცა აქ ახალი პრობლემა წარმოიშვა – აღმოჩნდა, რომ დაზარალებულები ლავას-ოღლის „ბიჭები“ იყვნენ. რამოდენიმე დღეში ანანიძესთან სატელეფონე ზარი გაისმა და აღმოჩნდა, რომ მეორე მხარეს მინდია გორაძე იყო, რომელმაც „ბავშვებისთვის“ ახალი მანქანა მოითხოვა.
შედეგად მივიღეთ 90იანი წლების პოლიციულ-კრიმინალური სამყაროს სიმბიოზი, რომელმაც უკვე გამოიღო ტრაგიკული შედეგი და კიდევ მოგვიტანს იგივე შედეგს თ არ მოხდება მკვეთრი რეაგირება და კრიმინალების თარეშის აღკვეთა“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშივაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ ეს და მსგავსი ფაქტები სასწრაფოდ გამოძიოს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ფოლკსვაგენის ფონდის გენერალურ მდივანს შეხვდა