გენმოდიფიცირებული ბავშვები უკვე ფანტასტიკა არ არის

ინგლისის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულების მეცნიერები უნივერსიტეტ ბატადან თვლიან, რომ ტექნოლოგიების განვითარების წყალობით ახლო მომავალში დნმ-ის მოლეკულის სახეობის შეცვლა და გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვების შექმნა სავსებით რეალურია.
მეცნიერებს შორის ერთ-ერთი ექიმი ტონი პერი, რომელიც კლონირების პიონერია, გენეტიკაში რევოლუციის შესახებ ლაპარაკობს.
სტატიაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Scientific Reports გამოქვეყნდა, მეცნიერი დაწვრილებით აღწერს თაგვის დნმ-ის მოლეკულის გენში სახეობის შეცვლის პროცედურებს.
ერთ-ერთ ცნობილ გამოცემასთან ინტერვიუში ექიმი პერი განმარტავს, რომ თაგვზე აღწერილი მეთოდის ეფექტურობა დადასტურებულია 100%-ით.
ამასთანავე, ბოლო ორი წლის მანძილზე გენეტიკაში კვლევები ისე განვითარდა, რომ „პატარის კონსტრუირება უკვე ფანტასტიკა არ არის“ – ამბობს მეცნიერი.

banner
წინა სტატიაში2016 წლისთვის დედამიწის მოსახლეობის 1პროცენტი 99%-ით გამდიდრდება
შემდეგი სტატიადღეს ავსტრალიაში ტროპიკულ ციკლონს ელოდებიან