გედევან ფოფხაძე – ეროვნული ბანკის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით კონსულტაციებმა ბანკის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს

უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით კონსულტაციებმა, ბანკის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს.
როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონსულტაციებში საგანგაშო არაფერია.
“ჩვენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელისგან ჯერ ანგარიშს ველოდებით. მოქმედი ხელმძღვანელისგან უნდა მოვისმინოთ ის პოზიციები, რაც არის დაკავშირებული ანგარიშთან. ამიტომ თუ იქნება ეს კონსულტაციები, ალბათ უნდა იყოს ყველა ეტაპზე. ამან ბანკის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს. თავისთავად კონსულტაციებში ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩეველ მიქაელ ო’ ბოილს შეხვდა