იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩეველ მიქაელ ო’ ბოილს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებების ცნობილი ევროპელი სპეციალისტი და ევროპული სასამართლოს მთავარი გამწესრიგებლის ყოფილი მოადგილე მიქაელ ო’ ბოილი მიიღო. მიქაელ ო’ ბოილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ დანიშნული სპეციალური მრჩეველია, რომელიც საქართველოს მთავრობას კონსულტაციას გაუწევს ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების საკითხებში, მათ შორის, პროკურატურისა და ნაფიცი მსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის, აგრეთვე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შემუშავების საკითხებთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანის განცხადებით, მოხარულია, რომ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო საკითხებზე საქართველოს მთავრობას კონსულტაციებს სწორედ მიქაელ ო’ ბოილი გაუწევს, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

მიქაელ ო’ ბოილი ორმოცი წლის განმავლობაში მსახურობდა სტრასბურგში ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის, ევროპულ სასამართლოში.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე – ეროვნული ბანკის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით კონსულტაციებმა ბანკის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს
შემდეგი სტატიავაკე-საბურთალოს გზის ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების ფრაგმენტული აღდგენა დაიწყო