ბორჯომში მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს

ცეცხლი ტყის მასივის 3 ჰექტარ ფართობზეა მოდებული

ბორჯომის რაიონის სოფელ დვირის წიწვოვან ტყეებში მეხანძრეებმა ხანძარის ლოკალიზება შეძლეს. განადგურებულია 15 ჰექტარი ფართობის ტერიტორია. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვერტმფრენი. მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ასევე 150 ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მეხანძრე იყო ჩართული. ცეცხლი ტყის მასივში გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი ფოკელ ბავშვებთან ერთად მესტიაში გურამ თიკანაძის გამოფენის გახსნას დაესწრო
შემდეგი სტატია“ღარიბაშვილმა ხიდაშელი სასწრაფოდ უნდა გადააყენოს” – ჯუმბერ კირვალიძე