ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება

ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებს მიუვალი ადგილი ართულებს, თუმცა ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენების დახმარება ჯერ საჭირო არ არის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს, 1 ჰექტრამდე ფართობზეა გაჩენილი. ადგილზე მუშაობენ ადგილობრივი სახანძრო ბრიგადები. წუხელ მოხდა ასევე თბილისიდან დამატებითი ჯგუფების მობილიზება.
ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაკრძალთან ახლოს, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან სავარაუდოდ გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

banner
წინა სტატიაში“სამაჯურების მონიტორინგის სისტემა სერიოზულად შეამცირებს პატიმრების რაოდენობას”
შემდეგი სტატიაალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი: საქართველოში პოლიტიკურ ძალებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ