„ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას იმისთვის არ აურჩევია, რომ პოლიტიკაში ეთამაშა“

ქართული ანდაზაა,

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ნურჯანაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ პასუხისმგებელი ყოფილიყო მოსახლეობის მოთხოვნებზე, თუმცა მან ეს დაპირებები არ შეასრულა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ დაპირებები შეესრულებინა, მართავენ არაკომპეტენტური პირები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პირადი სიმპატიებით არიან შერჩეულები.

„ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოსახლეობას არ გამოუცხადებია ნდობა იმისთვის, რომ ის მოთამაშე ყოფილიყო და ეთამაშა პოლიტიკაში. მოთამაშეები საკმაოდ ბევრი ჰყავს ქართულ პოლიტიკას. ივანიშვილი ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ თავის თავზე აეღო ის პასუხისმგებლობა, რასაც მოსახლეობა სთხოვდა და ის ჰპირდებოდა. ამის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად არანორმალური სიტუაცია, როდესაც ხელისუფლება იმართება კულუარებიდან. აბსოლუტურად არანორმალური ვითარება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინც ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს, პრეზიდენტიდან დაწყებული, თანამდებობის პირით დასრულებული, მათთვის არასასურველი პიროვნება ხდება. ჩვენ მივიღეთ არაკომპეტენტური გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირად სიმპატიებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიბირმინგემში უძველესი ყურანი აღმოჩინეს
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობას მარცვლეული კულტურების აღებაში უსასყიდლოდ მოემსახურებიან