ბირმინგემში უძველესი ყურანი აღმოჩინეს

ბირმინგემში უძველესი ყურანი აღმოჩინეს

ბირმინგემში უძველესი ყურანი აღმოჩინესბირმინგემის უნივერსიტეტში ყურანის გვერდები იპოვეს, რომელიც ადვილი შესაძლებელია უძველესი კოპიის გვერდების ნაწილი იყოს მუსულმანთა წმინდა წიგნიდან. ამის შესახებ ბიბისი იუწყება. ხელთნაწერი, რომელიც მე-18- მე-20 სურებს შეიცავს, სავარაუდოდ 1370 წლის წინ იქნა გაკეთებული.

როგორც სპეციალური კოლექციების დირექტორმა სიუზენ უირალმა განაცხადა, მეცნიერები “ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ იმას, რომ ხელთნაწერები ასეთი ძველი აღმოჩნდებოდა”.
ხელთნაწერი სასწავლო დაწესებულების ბიბლიოთეკაში ინახებოდა სხვადასხვა წიგნებსა და დოკუმენტებთან ერთად და მისთვის არასდროს მიუქცევიათ ყურადღება. შემდეგ ერთი მეცნიერი დაინტერესდა ტექსტებით, რომელიც ცხვრის და თხის ტყავზე იყო დაწერილი და სპეციალური ანალიზი ჩაატარებინა. შედეგად დადგინდა, რომ ყურანის ფრაგმენტი 568-645 წლების შუალედშია გაკეთებული – ისლამის დაბადებისას.
უნივერსიტეტის პროფესორის დევიდ ტომასის თქმით, სავსებით დასაშვებია ის, რომ ტექსტის ავტორი პირადად იცნობდა წინასწარმეტყველ მოჰამედს.

ყურანის გვერდები სხვა დოკუმენტებთან ერთად 1920 წელს ისტორიკოსმა ალფონს მინგარმა გადასცა უნივერსიტეტს.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატია„ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას იმისთვის არ აურჩევია, რომ პოლიტიკაში ეთამაშა“