“ბიუჯეტის სეკვესტრი აუცილებელი და სასწრაფოდ გასაკეთებელია,”- რომან გოცირიძე

gociridze

“ბიუჯეტის სეკვესტრი აუცილებელი და სასწრაფოდ გასაკეთებელია,”- ამ გაცხადებას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აკეთებს.

გოცირიძე ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესის შეჩერება მთავრობას ყველაზე სწრაფად სწორედ ბიუჯეტის სეკვესტრით შეუძლია.

“სავალუტო კრიზისის აღმოსაფხვრელად ბიუჯეტის სეკვესტრი არის აუცილებელი. ვფიქრობ, რომ ძალიან გვიანდება სეკვესტრის გამოცხადება. ეროვნული ბანკის ქმედებებით ამ პროცესების დასტაბილურება შეუძლებელია,”- აცხადებს რომან გოცირიძე.

ბიუჯეტის სეკვესტრისკენ მთავრობას მოუწოდებს “თავისუფალი უნივერსიტეტის” ბიზნესსკოლის დეკანი გია ბედინეიშვილიც.

“ჩვენ გვჭირდება გაცილებით უფრო პატარა ბიუჯეტი. ეს იქნება გზავნილი ბიზნესისთვის და ინვესტორებისათვის. ამ სიგნალის გაშვების შემთვევაში თქვენ ნახავთ ინვესტიციების ბუმს საქართველოში,”- აცხადებს ბედინეიშვილი.

banner
წინა სტატიაში,,LGBT,, წელს გრანტს ვერ მიიღებს… ,,არ გვიცემია!,,
შემდეგი სტატიასაქართველოდან სირიაში 2 ქართველი ქალი წავიდა