აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

აშშ-ის საელჩო საქართველოში უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.აშშ-ის საელჩო საქართველოში უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია. ამასთან, აღნიშნულია, რომ საჭიროა დიალოგი და პოლიტიკური და მედიასივრცეების გაფართოება და არა შეზღუდვა.

„აშშ-ის საელჩო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს. ჩაწერილი საუბრების გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი განცხადებების ადგილი არ არის.

მივესალმებით პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ. ეს განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს საჭიროა დიალოგი და პოლიტიკური და მედიასივრცეების გაფართოება და არა შეზღუდვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: რას აკეთებდა სამი წელი დავით უსუფაშვილი?!
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსი”: უბნებზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებია