აღმოსავლეთ უკრაინადან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს აძევებენ

გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელ

ჰუმანიტარულ ორგანიზაციგაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა ბრძანება მიიღეს «ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის» ტერიტორია დატოვონ.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის მართვის ხელმძღვანელმა სტივენ ობრაიენმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა ორგანიზაციებმა პარასკევს უნდ ადატოვონ ლუგანსკის მხარე, ზოგმა კი შაბათს.
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს მუშაობა დონეცკშიც შაჩერებულია.
მან ორივე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას მოუწოდა, დაუყოვნებლივ ნება დართონ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დარჩენის და საქმიანობის გაგრძელების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება ვერ შემოვა.
“საავადმყოფოები ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გარეშე ოპარეციების გაკეთებას ვერ შეძლებენ, გარდა ამისა, 150 ათასი ადამიანი საჭმელს ვერ მიიღებს, რომელიც ჰუმანიტარული არხებით შემოდის რეგიონში” – განაცხადა მან.
რამდენიმე ხნის წინ 11 -დან 10 ჰუმანიტარულ ორგანიზაციას ლუგანსკში დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს, მათ შორის «ექიმები საზღვრებს გარეთს», რომელიც ფსიქოტროპული წამლების შენახვაში დაადანაშაულეს. ორგანიზაცია ბრალდებას უარყოფს.

ჰუმანიტარულ დახმარებებსზე ორგანიზაციას სავარაუდოდ, იმიტომ ეთქვა უარი, რომ რუსეთმა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს დაფინანსება გაუზარდა.

გაეროს მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან მინიმუმ 8000 ადამიანი გარდაიცვალა, 18 ათასმა კი დაზიანება მიიღო. როგორც გაეროს დამკვირვებლები აღნიშნავენ, დაღუპულების და დაჭრილების რეალური რიცხვი გაცილებით მეტია.
მიმდინარე თვის გაეროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ პროფრონტის ზონებში დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი და ობოლიი ბიჭი
შემდეგი სტატია,,ჰეზბოლა,, სირიაში რუსეთის ძალისხმევის გაძლიერებას მიესალმება…