“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ “თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტში დაკავებული თანამდებობების საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვებას არ აპირებენ.
“ჩვენ როგორც განვაცხადეთ, არ ვაპირებთ სერიოზული საპარლამენტო ბერკეტების ხელიდან გაშვებას, ამიტომ კითხვა უმრავლესობისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან მათ შეუძლიათ 76 ხმით საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების გადაყენება. “თავისუფალ დემოკრატებს” თანამდებობების პრობლემა არ გვაქვს. აქ საუბარია იმ პოლიტიკურ ბერკეტებზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების პარლამენტებში მთელი რიგ კომიტეტებს სწორედ ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.