“არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ და ხმას რეზის მივცემ”

ფეხბურთის ფედერაციის უკვე გათავისუფლებული დელეგატი გეგა გობეჯიშვილი სასტუმრო “Holiday Inn”-ში ცოტა ხნის წინ მივიდა.

გობეჯიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ის ყრილობაში მონაწილეობას მიიღებს და ხმას პრეზიდენტობის კანდიდატ რევაზ არველაძეს მისცემს.

“მინაწილეობას აუცილებლად მივიღებ და ხმას რეზის მივცემ”,- აღნიშნა გობეჯიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გეგა გობეჯიშვილი სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. დელეგატი ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ნივთიერების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, თუმცა თავად გობეჯიშვილი მოხმარების ფაქტს უარყოფს. როგორც ცნობილია, გობეჯიშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშიერაყის პრემიერი რუსეთს საკუთარ ქვეყანაში საბრძოლველად ეპატიჟება
შემდეგი სტატიაუეფა–ს რეკომენდაციით გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს