უეფა–ს რეკომენდაციით გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთ დელეგატი გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გობეჯიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მხარეებმა უეფა-ს რეკომენდაციით მიიღეს.
გობეჯიშვილის თქმით, ის მზად იყო არჩევნებში მონაწილეობისა და რევაზ არველაძისთვის ხმის მიცემისთვის.
გობეჯიშვილა სავარაუდოდ “ქომაგთა” ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ პეტრიაშვილი შეცვლის.
სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

banner
წინა სტატიაში“არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ და ხმას რეზის მივცემ”
შემდეგი სტატია2016 წლის ბიუჯეტის პროექტი– რომელ სამინისტროს რამდენი?