არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებასთან დებატებს ითხოვს

არასაპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დებატებს მოთხოვნით დღეს ოფიციალური განაცხადი საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეიტანეს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ხელისუფლებამ, რომელიც მუდმივად გაურბის საარჩევნო საკითხებზე მსჯელობას, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ორგანიზებულ დებატებზე მაინც უნდა მვიდეს და გასცეს პასუხი კითხვას – რატომ უნდა ამოქმედდეს სამართლიანი პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 იდან და არა 2016 წლიდან.

ახველიდანის განმარტებით, ეს საკითხი საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენს, რაც ერთმნიშვნელოვანი მოტივაცია უნდა იყოს აღნიშნული დებატების მოსაწყობად საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ანალოგიური ინიციატივით ოპოზიცია კერძო მაუწყებლებსაც მიმართავს.

„იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ამ ფორმატშიც დისკუსიაზეც უარს იტყვის, ეს იქნება პირდაპირი გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ხელისუფკება არ აპირებს თავისი უმთავრესი დანაპირების შესრულებას, სამაგიეროდ აპირებს ნაციონალების შექმნილი მაჟორიტარული სისტემით შეინარჩუნოს ხელისუფლება”,-აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიSocar Georgia: აზერბაიჯანს შეუძლია სრულად უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობისთვის აუცილებელი გაზის მიწოდება
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე: მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ვახერხებდეთ, გამოვიდეთ ჩვენი ვიწრო გადასახედიდან