არანაირი ფედერაცია უკრაინასთან

არანაირი ფედერაცია უკრაინასთან

zakharchenko-dnrდღეს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებმა მისნკის საკონტაქტო ჯგუში მუშაობის ფარგლებში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს სადაც ამ ე.წ. რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება იდეალურ ვარიანტად გამოაცხადეს… აცხადებს რუსული მედია.

რუსული ტელეკომპანია ,,ლაიფ ნიუსისთვის,, მიცემულ ეკსკლუზიურ ინტერვიუში, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ ,,დე-ენ-ერ,,-ის მომავალი მისთვის პირადად არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც შეეძლება თანასწორ დონეზე ელაპარაკოს უკრაინას… ,,ყველა პროცესი ჩვენს ქვეყანაში უნდა შეესაბამებოდეს ამას… ის სისხლი რომელიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაღვარეს ამისთვის, არ უნდა იყოს დავიწყებული. უკრაინასთან არანაირ თვითგამოცხადებული ავტონომიაზე არ შეიძლება იყოს საუბარიც კი,, განაცხადა ზახარჩენკომ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მათი ძმა და მეგობარია…

,,როგორ ურთიერთობებს დაამყარებს ,,დე-ენ-ერი,, რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს,, აცხადებს დონეცკელ სეპარატისტთა ლიდერი.

აღსანისნავია, რომ  რუსული მედია დღეს აქტიურად აშუქებს სეპარატისტთა ლიდერების განცხადებებს, რომელშიც ისინი უკრაინასთან ფედერაციულ მოწყობაზე უარს აცხადებენ, საპირისპიროდ  გუშინ ევროპულ პრესაში გასული ინფორმაციისა, სადაც თითქოსდა სეპარატისტები უკრაინასთან ფედერაციას ითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ქართველი ქურდები დააკავეს
შემდეგი სტატიახაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს