ანტალიიდან დღეს ღამით 130 ქართველს ჩამოიყვანენ

“აირზენას” გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ანტალიაში ჩარჩენილი ქართველი ტურისტები საქართველოში ეტაპობრივად დაბრუნდებიან.
როგორც  იასე ზაუტაშვილმა განაცხადა, დღეს ღამით მოხდება 130 მგზავრის გამოყვანა.
“დღეს შესრულდება რეისი ღამით, გამოვიყვანთ მგზავრების პირველ ეტაპს – 130 კაცს. ხვალ შესრულდება მეორე რეისი. სამშაბათს შესრულდება კიდევ მესამე რეისი და, შესაბამისად, ყველა ჩარჩენილი მგზავრს გამოვიყვანთ”, – აღნიშნა ზაუტაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო და საქართველოს მთავრობა დადგა გარანტორად, რომ უზრუნველყოფს ამ რეისების განხორციელებას. “ანტალიაში ჩარჩენილი ქართველი ტურისტების საქართველოში დაბრუნების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს”, – განაცხადა “აირზენას” გენერალურმა დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონმა სირიაში რუსული თვითმფრინავები და “მწვანე კაცუნები” დააფიქსირა
შემდეგი სტატიაპოროშენკო: ევროპის სამიგრაციო კრიზისი რუსეთის ბრალია