პოროშენკო: ევროპის სამიგრაციო კრიზისი რუსეთის ბრალია

დღეს უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

ბრიტანეთის საგარეო სს: რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოსუკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილთა რიცხვის გაზრდა რუსეთის დამსახურებით მოხდა. ტელეარხ “112 უკრაინას” ეთერში გამოსვლისას პოროშენკომ რუსეთის მიერ სირიაში გადასროლილ სამხედრო ძალასა და ტექნიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი ადგილოვრივ ამბოხებულებს მხარს უჭერს.

“ყირიმის არაკანონიერმა ანექსიამ, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობის დაუყოვნებელი რეაქცია მოყვა, კრემლს მორიგი ნაბიჯისკენ უბიძგა. ე.წ. რუსული “მწვანე ადამიანები” სირიაში მიდიან” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთანავე, რუსული მხარე პირდაპირ კავშირს უარყოფს სირიაში სამხედრო ოპერაციებთან, თუმცა, აღიარა, რომ სირიას იარაღით და სამხერდრო ინსტრუქტორებით ამარაგებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, რუსი სამხედროები სირიაში წლების განმავლობაში არიან და ადგილობრივ არმიას თანამედროვე ტექნიკაში ათვითცნობიერებენ, რომ ამ უკანასკნელებმა ისლამურ სახელმწიფოს მომხადებულად ეომონ.
ლავროვის განცხადებით, რუსეთი ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებს და არ არღვევს არც ერთ საერთაშორისო შეთანხმებას.

banner
წინა სტატიაშიანტალიიდან დღეს ღამით 130 ქართველს ჩამოიყვანენ
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტის მშენებლობა ჩინური კომპანიის თანადაფინანსებით მოხდება