,,თაიმერისთვის,, ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური მოძრაობა ,,დაბრუნება,, თავმჯდომარე მალხაზ პატარაია შსს-ს თანამშრომლებმა დღეს დიღმის მასივში დააკავეს, სადაც ის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით პლაკატებს აკრავდა. თვითმხილველების განცხადებით, პატარაია ისეთ ადგილებზე აკრავდა პლაკატებს, რომელიც კანონით ნებადართული იყო.
“თაიმერის” ინფორმაციი დაკავებული შსს-ს შენობაშია, თუმცა ამ დრომდე მომხდარზე სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ, შესაბამისად უცნობია დაკავების ოფიციალური მიზეზებიც.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ამ წუთებში საქმის გარკვევას ცდილობს…