ილია მეორემ ჯვრის პარაკლისი გადაიხადა

 

მცხეთის ჯვრის დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთაში, ჯვრის მონასტერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ჯვრის პარაკლისი გადაიხადა.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და დალოცა. “ჯვარმა უფლისამ დაგიცვათ თქვენ და სრულიად საქართველო”, – განაცხადა უწმინდესმა.

პარაკლისის შემდეგ, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კონსტანტინე ჭინჭარაულმა და იქ მყოფმა სასულიერო პირებმა პატრიარქს აღდგენილი ჯვრის მცირე ტაძარი და იქ შემორჩენილი საეპისკოპოსო ადგილი აჩვენეს.

დეკანოზ ბესარიონ მენაბდის განცხადებით, ჯვრის პატარა ტაძარი მე-5 საუკუნეშია აგებული მირიან მეფის ძის, რევის მიერ. მამა ბესარიონმა აღნიშნა, რომ ტაძარში მსახურების ჩატარება უკვე შეიძლება. იგი საუკუნეების განმავლობაში გადაუხურავი იყო და ამან ტაძრის კედლების ქვის ქანების დაშლა გამოიწვია. ამჟამად ტაძარი ხით არის გადახურული და ეს სამუშაოები ძეგლთა დაცვის სააგენტომ შეასრულა.

მამა ბესარიონის თქმით, ტაძარში რესტავრაციის დაწყება იგეგმება, რისთვისაც, მანამდე საუკუნეების განმავლობაში წყლისგან ჩამორეცხილ კედლებს შესწავლა ჩაუტარდება.

banner
წინა სტატიაშიახმეტისა და საგარეჯოს რაიონებში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები წარმატებით დაიშალა
შემდეგი სტატიაამ წუთებში!!! მოძრაობა ,,დაბრუნება,,ს ლიდერი მალხაზ პატარაია დააკავეს