„ამ ადამიანების ქვეყნისადმი სიყვარული იქცა მაგალითად და სიმბოლოდ თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ქვეყანა“

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

თბილისისი მთავრობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, 9 აპრილს დაღუპული ადამიანების გმირობა იყო მაგალითი ყველა ქართველისთვის.

„26 წელი გავიდა იმ დიდი ტრაგედიიდან, რაც ჩვენს თავს დატრიალდა და დავკარგეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მამულიშვილები, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაც უფრო მეტი წელი გადის, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, არ მცირდება და ყოველთვის ღირსეულად იგონებენ ამ ადამიანებს. მათი სიძლიერე და ქვეყნისადმი სიყვარული იქცა მაგალითად და სიმბოლოდ იმისა, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ საკუთარი ქვეყანა ძალადობისგან და აგრესიისგან. ეს გახდა სამაგალითო სხვებისთვის. ყველა ჩვენგანის ვალია პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას, თუ რაოდენ ღირსეული ადამიანები იყვნენ ისინი“, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშირუსული პრესა ნემცოვის უკრაინელ საყვარელზე ახალ ცნობებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაბრაზილიის რესპუბლიკასთან უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება ძალაში შედის