რუსული პრესა ნემცოვის უკრაინელ საყვარელზე ახალ ცნობებს აქვეყნებს

რუსული გაზეთი ,,კომსომოლსკაია პრავდა,, ქილერის მიერ მოკლულ რუს ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის უკრაინელ საყვარელზე, მოდელ ანა დურიცკაიაზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს…
გაზეთის ცნობით, ნემცოვის მკვლელობის მომენტში დურიცკაიას ორი მობილური ტელეფონო ჰქონდა, რომელთაგან ერთერთი გადააგდო…
,, ნემცოვის მკლელობის მომენტში დურიცკაია მივიდა იქვე ახლოს მდგარ თოვლის მხვეტავ მანქანასთან და მის მძღოლს სთხოვა სასწრაფო დახმარებისთვის დაერეკა რადგან შოკში მყოფი თვითონ ვერ ახერხებდა… მძღოლმა სასწრაფო გამოიძახა და განაგრძნო სვლა.. რადგან ინსტრუქციის მიხედვით, მას დიდხანს ერთ ადგილზე დგომის უფლება არ ჰქონდა,, აცხადებს გაზეთის წყარო.
გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, გაზეთი აცხადებს, რომ ,,კამერების ჩანაწერთა გაშიფვრის შედეგად დადგინდა, რომ დურიცკაიამ იქვე ხიდდთან ახლოს მდგარ სანაგვე ყუთში რაღაც ნივთი ჩააგდო…
სანაგვე ყუთი შეამოწმეს და აღმოაჩინეს მობილური ტელეფონი, რომელიც დურიცკაიას ეკუთვნოდა… მობილურის შემოწმებისას კი აღმოჩნდა, რომ ტელეფონზე მოწყობილობა ,,ჩიპი შუქურა,, იყო დაყენებული, რომელიცგადასცემდა სიგნალს…,,
,,გამოძიების ვერსიით ამ ტელეფონზე დაყენებული მოწყობილობით, მკვლელობის ორგანიზატორები უთვალთვალებდნენ ნემცოვი-დურიცკაიას წყვილს… ხოლო პირველი ტელეფონი, რომლითაც დურიცკაიამ თოვლის მხვეტავი მანქანის მძღოლს დაარეკინა სასწრაფო დახმარებაში, მან თვითონ გადასცა გამოძიებას,, აცხადებს რუსული გაზეთი.
გაზეთის წყაროს ცნობით, ,,დურიცკაიამ იცოდა, რომ მას იყენებდნენ ნემცოვისათვის სათვალთვალოდ…მაგრამ ვერ ხვდებოდა საბოლო მიზანს ამ ყველაფრის,,
გაზეთის ცნობით, დურიცკაია, რომელიც ნემცოვის საქმის მთავარი მოწმეა, უკრაინიდან გამოიძახეს, რათა ამოიცნოს ნემცოვის სავარაუდო მკვლელი.

banner
წინა სტატიაშიეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა
შემდეგი სტატია„ამ ადამიანების ქვეყნისადმი სიყვარული იქცა მაგალითად და სიმბოლოდ თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ქვეყანა“