“ალბათ, მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირება,” -ნოდარ ხადური

სავლუტო ფონდი

EBRD-ის ღონისძიებების ფარგლებში თბილისში მყოფ ალბანეთის ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადური ხვდება. მან კომენტარი ბიუჯეტის კორექტირებაზეც გააკეთა.

„თებერვალში ვთქვით, რომ საქართველოს ბიუჯეტი შესაძლოა, შეიცვალოს. ჯერჯერობით ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება, თუმცა ეკონომიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს გვაფიქრებს იმაზე, რომ გადავხედოთ ჩვენს პროგნოზებს და თუ პროგნოზები ოფიციალურად შეიცვლება ამ შემთხვევაში, ალბათ, მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირება, შესაძლებელია არ იყოს ხარჯების შემცირება, მაგრამ დარწმუნებით გეტყვით, რომ კაპიტალური და სოციალური ხარჯები ბიუჯეტში არ შემცირდება,”-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა EBRD-ის ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის ნოდარ ხადურს მადლობა გადაუხდა
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის წევრებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ზეწოლისაგან