პრემიერმა EBRD-ის ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის ნოდარ ხადურს მადლობა გადაუხდა

პრემიერი საზოგადოებას თსუ-ის დაარსების 97-ე წლისთავს ულოცავს

პრემიერმინისტრმა EBRD-ის ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის ფინანსთა მინისტრსა და მის უწყებას მადლობა გადაუხდა.

“ძალიან წარმატებით ჩატარდა EBRD-ის ღონისძიება, რომელიც იყო უპრეცენდენტო მთელს რეგიონში და ბატონ ხადურს, მის უწყებას და თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ღონისძიების მომზადებაში, მინდა მივულოცო ეს წარმატება,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განსახორციელებელ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

“წელს ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიებები, UEFA-ს თასი, შავი ზღვის ბანკის ყოველწლიური შეკრება, ასევე აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდისთვის. ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ამ კუთხით ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ურთიერთობ,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის სხდომაზე პროკურატურისა და შსს-ს რეფორმაზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატია“ალბათ, მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირება,” -ნოდარ ხადური