ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იტალიას ერთსქესიანებისთვის მეტი უფლების მინიჭებას სთხოვს

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იტალიისგან მოითხოვს ერთსქესიან წყვილებს მეტი უფლებები მიანიჭოს.
ასეთი წყვილების უღიარებლობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებას კერძო და ოჯახური ცხოვრების შესახებ. “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ამის შესახებ ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. სასამართლო რომს მოუწოდებს, მიანიჭოს სამართლებრივი შესაძლებლობები ერთსქესიანებს ურთიერთობის გასაფორმებლად, კერძოდ კი, აღიაროს დარეგისტრირებული პარტნიორობა – სამოქალაქო კავშირი ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.

banner
წინა სტატიაში“ნუ დავინდობთ ერთმანეთს, მოვაწყოთ საჩვენებელი გამოსვლები და შემდეგ ვუყაროთ კენჭი რეზოლუციებს”
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა კნოლევში დაკავებული ვაჟა თორთლაძე გაათავისუფლეს