აბაშაში მოკლულის ახლობლები პროტესტის ნიშნად ცხედრის დაკრძალვაზე უარს ამბობენ

აბაშაში მოკლულის ახლობლები პროტესტის ნიშნად ცხედრის დაკრძალვაზე უარს ამბობენ

აბაშაში მოკლულის ახლობლები პროტესტის ნიშნად ცხედრის დაკრძალვაზე უარს ამბობენაბაშაში მოკლული ტოტია მესხიას ოჯახის წევრები და თანასოფლელები ამ წუთებში აბაშის პოლიციასთან აქციას მართვენ.

200-ზე მეტი ადამიანი აბაშის პოლიციასთნ იმ პირების დაკავებას ითხოვს, რომლებიც, მათი თქმით, მესხიას მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

ისინი ამბობენ, რომ მესხია სამმა ადამიანმა მოკლა. პოლიციამ კი მხოლოდ ერთი დააკავა, დანარჩენი ორი კი გათავისუფლა, რათა ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას მათი საქმე უფრო მეტად არ დემძიმებინა.

ისინი კონკრეტულად ერთ პირზე – გაბელიაზე საუბრობენ, რომელიც, მათი თქმით, ნასამრთლევია და მას პარლამენტარი ეკა ბესელია მფარველობს. მოკლულის თანასოფლელები ამბობენ, რომ პოლიციამ ის სწორედ ბესელიას მფარველობის გამო გაათავისუფლა.

მათ მოთხოვნას ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია. აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ ისინი იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე იმ ორ პირსაც არ დააკავებენ.

ამასთან, მოკლულის ახლობლები პროტესტის ნიშნად ცხედრის დაკრძალვაზე უარს ამბიბენ. გარდაცვლილი დღეს უნდა დაეკრძალათ, მაგრამ მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მიცვალებულს მანამდე არ დაკრძალავენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

 

აბაშაში მოკლულის ახლობლები პროტესტის ნიშნად ცხედრის დაკრძალვაზე უარს ამბობენ

52 წლის ტოტია მესხია მისივე თოფით მოკლეს, ცხედარი კი კარავში დაწვეს. დამწვარია გარდაცვლილის ფერმაც. წაყვანილია საქონელი. შემთხვევა კვირას მოხდა. ოჯახი ფერმერს ორი დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა, სამშაბათს კი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.გამოძიებამ 3 პირი დააკავა. დანაშაული ფერმერის 22 წლის თანაშემწემ აღიარა, რის შემდეგაც დანარჩენი ორი პოლიციამ გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: სადებატო პრეზიდენტთან პარლამენტს ნამდვილად არაფერი აქვს
შემდეგი სტატია“აწარმოე საქართველოში” პროგრამაში ჩართულ 12 ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა