“ФСБ-დან გამოჟონილი ინფორმაციით, პუტინის ახლო გარემოცვა ბუნკერშია

“ФСБ-დან გამოჟონილი ინფორმაციით, პუტინის ახლო გარემოცვა ბუნკერშია… ამას მათი სამხედრო თვითმფრინავის გადაადგილებაც ადასტურებს” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები”, ნიკა გვარამიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში “ბელინგქეთის” დამფუძნებელი, ხრისტო გროზევი საუბრობს.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შოიგუ უფაში, ბუნკერშია, იმიტომ რომ ერთერთი სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ის იყენებს, ორჯერ დღეში დადიოდა უფაში ბოლო ათი დღის განმავლობაში. და როგორც სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ის ნამდვილად არ რჩება მოსკოვში ომის დროს, ჩვენ გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ ის უფაშია, ბუნკერში… გერასიმოვიც საერთოდ გაქრა საზოგადოებრივი ეკრანიდან და შესაძლებელია, რომ ისიც შოიგუსთან ერთად იყოს. საინტერესოა, ვის დაადანაშაულებს ამაში პუტინი, – ამბობს გროზევი.

“ოლიგარქები ძალიან უკმაყოფილოები არიან პუტინით, იმიტომ რომ ქონების 95% დაკარგეს. ფაქტობრივად, ცხოვრებაც და ფულიც სამუდამოდ დაკარგეს და სანაცვლოდ, პუტინი მათ ვერაფერს სთავაზობს… ოლიგარქები უკვე ფიქრობენ იმაზე, როგორ მოიშორონ პუტინი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. პოლიტიკური ელიტა, ისეთი ხალხი, როგორიცაა ლავროვი, მათ ომამდე სამი დღით ადრე, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ომი დაიწყებოდა. ამიტომ მათ შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მოძებნონ. ზოგიერთი მათგანი ოლიგარქიასთანაა დაკავშირებული. მემგონი ლავროვისა და პესკოვის შვილები ოლიგარქებზე არიან გათხოვილები… ამ ადამიანებმა ძალიან დიდი ფული დაკარგეს და რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ რაღაცა მალე აფეთქდება,” – აცხადებს  გროზევი.

banner
წინა სტატიაშიკიევის ოლქში აფეთქება მოხდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიახრისტო გროზევი: ვფიქრობ, ივანიშვილი პრევენციულად იმოქმედებს და პუტინთან და კრემლთან ყველანაირ კავშირს გაწყვეტს