აზერბაიჯანულმა არმიამ ყარაბაღში შეტაკებები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით – “Град”-ებით განაახლა

karbzთვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დასახლებულ პუნქტ აგდერეს (სომხური ტოპონიმიკით მარდაკერტის) მიმდებარე ტერიტორიაზე გააფთრებული შეტაკებები მიმდინარეობს. ორივე მხარის საინფორმაციო საშუალებები ადასტურებენ, რომ მუშაობენ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები – Град-ები.

შეგახსენებთ, რომ ქალაქი აგდერე თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ ხანქენდიდან (სტეფანაკერტი) 62 კმ-ითაა დაშორებული. ქალაქში ისმის საარტილერიო კანონადა, მიმდინარეობს გააფთრებული შეტაკებები. ქალაქის გარეუბნებისკენ მასობრივად იგზავნება სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც ადგილობრივები და იქ მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, ხანდახან ჭურვები თვითონ ქალაქშიც ცვივა, არის ნგრევის შემთხვევები, თუმცა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა ან დაჭრილების შესახებ ცნობები, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მედიის ცნობით, ქალაქის ქუჩებში ცოტა ხალხი დადის, რადგან ადგილობრივთა უმრავლესობა თავშესაფარშია. ამასთან, აგდერედან უკვე საღამოს გახიზნეს ქალები და ბავშვები, ქალაქში, უმეტესწილად, მამაკაცები დარჩნენ. შეტაკებები ქალაქის გარეუბნებიდან არც ისე შორს, სოფელ ტალიშთან მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს საღამოს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა სრული საბრძოლო მზადყოფნა უბრძანა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და მასობრივი იერიშიც დაანონსა ხანქენდის მიმართულებით იმ შემთხვევაში, თუ სომხური მხარე არ შეწყვეტდა დასახლებული პუნქტების დაბომბვას.

“აფხაზეთის ხმა”

banner
წინა სტატიაში“სამეფო კარის თამაშების” მსახიობის მიერ გაკეთებული პაროდია (ვიდეო)
შემდეგი სტატია(video)შემთხვევა “ცეკვავენ ვარსკვლავებში”