ზუგდიდში ძლიერმა ქარმა მრავალწლიენი ხეები მოგლიჯა. წაქცეული ხეები ავტომობილებს დაეცა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თვითმხილველების თქმით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ქარის მიერ მოგლეჯილი ხე მანქანას დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გრიგალთან ერთად ქალაქში ძლიერი წვიმაც არის. უამინდობის გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.