ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ყოველი წვიმის დროს მათი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული იტბორება და ნადგურდება სახნავ-სათესი მიწები.
“ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ მთავრობას დახმარების თხოვნით, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს, დახოცილია შინაური ფრინველები და ცხოველები. მდინარე ჯუმზე დამბაა გარღვეული, იქნებ მოგვხედოს ვინმემ”, – აცხადებენ სოფლის მაცხოვრებლები.
სტიქია იყო წალენჯიხაშიც. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია ასფალტის საფარიც. ადგილზე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.