ზოგიერთი კატეგორიის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს ტელევიზორითა და რადიო მიმღებით სარგებლობის უფლება ენიჭებათ

გათავისუფლების მომზადების, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთისა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს უფლება ენიჭებათ, ტელევიზორი და რადიო მიმღები ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ.

აღნიშნულ ინიციატივას ის საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელსაც დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი აცნობს.

მინისტრის თქმით, მსჯავრდებულებს ტელევიზორი და რადიო მიმღები სანქციის სახით ჩამოერთმევათ, თუმცა ექვსი თვის ვადით, რათა ეს ბერკეტად არ იქცეს.

მინისტრის განმარტებით, ტელევიზორებისა და რადიო მიმღებების შეძენა მაღაზიებში მოხდება, რათა უსაფრთხოება იყოს დაცული.

კახიშვილის ინფორმაციით, ფასები დარეგულირებული იქნება, რათა „200-ლარიანი ღირებულების ტელევიზორის ფასი პატიმრისთვის 1 500 ლარი არ იყოს“.

banner
წინა სტატიაშითბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერორისტი დააკავეს
შემდეგი სტატიანანუაშვილი მამა გიორგის საქმეზე: დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, კონკრეტული ბრალდებული დაიცვას