რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კეთილი მგზავრობა უსურვა რუს სამხედროებს, რომლებიც სირიიდან ბრუნდებიან. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “РИА Новости”.
“თქვენ უბრუნდებით გამარჯვებულები საკუთარ სახლებს, ახლობლებს, მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, მეგობრებს. მშვიდობით გევლოთ”, – თქვა ვალადიმერ პუტინმა სირიის “ჰმეიმის ავიაბაზეზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა განკარგულება გასცა სირიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ.