(Video) კახა მიქაიას თანამებრძოლები „ფეისბუქზე“ პოლიტიკური აქტივობის გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 2, 2018 12:07

(Video) კახა მიქაიას თანამებრძოლები „ფეისბუქზე“ პოლიტიკური აქტივობის გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს

„დაიცავი საქართველოს“ ლიდერის კახა მიქაიას თანამებრძოლები „ფეისბუქზე“ პოლიტიკური აქტივობის გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს. დათო სორდია, ალიკა გეთია, საშკა მალაშხია დაკავებული თანამდებობიდან „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ჩიკვაიძემ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა, – ამბობს კახა მიქაია, რომლის მტკიცებითაც ამის აუდიოჩანაწერიც არსებობს

„ჩვენ გვაქვს აუდიო ჩანაწერი,სადაც პირდაპირ ჩანს პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნები. ჩანაწერში ჩიკვაიძე აღიარებს, რომ მას დაავალეს სორდიას, გეთიასა და მოლაშხიას გათავისუფლება. ჩანაწერიდან ასევე, ჩანს, რომ გადაწყვეტილება, შეთახმებულია არა „საქართველოს ფოსტის“, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. ეჭვი მაქვს, რომ ამაში მონაწილეობენ მთავრობის მაღალჩინოსნები და სწორედ მათი გადაწყვეტილებაა ჩემი თანამებრძოლების გათავისუფლება დაკავებული თანამდებობებიდან. ეს არის პოლიტიკური დისკრიმინაცია. მიხელ სააკაშვილის გზა გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“. ესაა პირდაპირ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ამიტომ მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

ამასთან, ვასაჯაროვებ აუდიოჩანაწერს, რომელსაც გადავცემ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალას და გავუგზავნი საქართველოს ხელისუფლებას, რათა მიიღოს შესაბამისი ზომები. ჩემი თაბამებრძოლების გათავისუფლება დაკავშირებულია ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებსა და პოზიციასთან, რომელიც მაქვს ხელისუფლებასთან მიმართებაში. ეს არის პოლიტიკური დაკვეთის შესრულება ჩიკვაიძის მხრიდან. ეს ის ხალხია, რომელიც ჩემთან ერთად ებრძოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პოლიტიკურ დისკრიმინაციას, უსამართლობას და იბრძოდა სიტყვის თავისუფლებისათვის. ეს ის ხალხია, რომელიც იბრძოდა რეჟიმის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და მაშინ ხმას არ იღებდა არავინ, მათ შორის, არც ისინი, ვინც დღეს მოგვევლინენ „ქართულ ოცნებაში“. ეს ის ადამიანები არიან, რომელებიც არ შეუშიდნენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს.

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის განსხვავება არ არის. ჩვენ, ყველანი ისევ ვრჩებით ჩვენი იდეალებისა და პოლიტიკური მწამსის ერთგულნი. ჩვენ არ მოვითმენთ ადამინების უფლებების დარღვევას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, პოლიტიკურ დისკრიმინაციაა და ჩვენ ვიტყვით სიმართლეს!“ – ამბობს მიქაია.

მისივე თქმით, საშკა მოლაშხია „საქართველოს ფოსტაში“ მონიტორინგის ჯგუფის ოფიცრად მუშაობდა; დავით სორდია – „საქართველოს ფოსტის“ – სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის ქონების მართვის რეგიონალური ფილიალის კოორდინატორად; ალიკა გეთია კი – „საქართველოს ფოსტის“ – სერვისცენტრის მენეჯერად.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 2, 2018 12:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,850
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics